საკუთრების უფლების ინდექსზე გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის - „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„ვუსწრებთ ნატო-ს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, რაც აჩვენებს იმას, რომ ბოლო წლებში, ვგულისხმობ ბოლო 12 წელიწადს, ქვეყანამ პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს ვართ ძლიერი არათუ რეგიონში, თვით ევროკავშირშიც კი. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები და მოთხოვნები ევროკავშირის წევრობაზე, არის აბსოლუტურად დასაბუთებული ძალიან მაღალი დონის კვლევითი ორგანიზაციების მიერ“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.