ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არ იყო რაღაც ეფემერული, ან რაღაც წარმოსახვითი მოცემულობა. მაშინაც ვამტკიცებდით და ახლა უკვე კონკრეტული მონაცემებით ვამტკიცებთ, რომ „NGO“ სექტორის 90%–ზე მეტი, სრულიად გაუმჭვირვალეა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა.
კვლევა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება.
„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არ იყო რაღაც ეფემერული, ან რაღაც წარმოსახვითი მოცემულობა. მაშინაც ვამტკიცებდით და ახლა უკვე კონკრეტული მონაცემებით ვამტკიცებთ, რომ „NGO“ სექტორის 90%–ზე მეტი, სრულიად გაუმჭვირვალეა.
ელემენტარულად მათ შესახებ საბაზისო ინფორმაციაც კი არ მოიძებნება. ის ერთეული შემთხვევები კი, საუბარია 8 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ნამდვილად ვერ მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ მათი მოცემულობა და საქმიანობა გამჭვირვალეა.“– განაცხადა ნინო წილოსანმა.