სოსო არჩვაძე: საკუთრების უფლების ინდექსის მაჩვენებლით საკმაოდ წინ წავიწიეთ და ლიდერ ქვეყნებში ვიმყოფებით, ეს აჩვენებს იმ პოზიტიურ ძვრებს, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია

სოსო არჩვაძე: საკუთრების უფლების ინდექსის მაჩვენებლით საკმაოდ წინ წავიწიეთ და ლიდერ ქვეყნებში ვიმყოფებით, ეს აჩვენებს იმ პოზიტიურ ძვრებს, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია

საკუთრების უფლების ინდექსზე გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის - „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევას ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, კვლევაში ასახული მონაცემები აჩვენებს იმ პოზიტიურ ძვრებს, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია.

„ჩვენ აღნიშნული მაჩვენებლით საკმაოდ წინ წავიწიეთ და ლიდერ ქვეყნებში ვიმყოფებით. ეს რით არის აღსანიშნავი - იმის და მიხედვით როგორ არის საკუთრების უფლება დაცული, ეს ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიზნესის განვითარებისთვის, მოსახლეობისა და რიგითი მოქალაქეების მოტივაციის გაზრდისთვის, რომ უფრო აქტიურად იმუშაონ საკუთარი კეთილდღეობს, წარმოების განვითარებისთვის“, - განაცხადა არჩვაძემ.