ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვანია სამართლებრივი გადაწყვეტისთვის, ხვდება, რომ ცუდია, პრეზიდენტის მიერ ინსტიტუტებს უგვანო ეპიტეთებით მოიხსენიებს

ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვანია სამართლებრივი გადაწყვეტისთვის, ხვდება, რომ ცუდია, პრეზიდენტის მიერ ინსტიტუტებს უგვანო ეპიტეთებით მოიხსენიებს

სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, თურმე მნიშვნელოვანია სამართლებრივი თუ პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ხვდება იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციურ ინატიტუტებს ხელაღებით და ყოველგვარი გააზრების გარეშე არალეგიტიმურად მიიჩნევს და ხშირ შემთხვევაში, უგვანო ეპიტეთებით მოიხსენიებს.

„სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუცია თურმე მნიშვნელოვანია სამართლებრივი თუ პოლიტიკური გადაწყვეტისთვის და ეს კარგია. ალბათ, პრეზიდენტი ხვდება იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ინატიტუტებს ხელაღებით და ყოველგვარი გააზრების გარეშე არალეგიტიმურად მიიჩნევს და ხშირ შემთხვევაში, უგვანო ეპიტეთებით მოიხსენიებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ყველა გავიგებთ. კანონს როდესაც ხმას ვაძლევდი, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, ეს კანონი არათუ კონსტიტუციასთან არის წინააღმდეგობაში, არამედ დემოკრატიის საბაზრო მოთხოვნაა, რომ გამჭვირვალობა და ურთიერთვალდებულება, ღიაობა იყოს ყველა ურთიერთობაში შემოტანილი. გამჭვირვალობა დემოკრატიის საბაზრო მოთხოვნაა და არ შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.