უკვე შეჯერდა ეს პროექტი და უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი, სადაც ყველა სამინისტრო და თვითმმართველი ერთეული იქნება ჩართული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ვიმსჯელეთ კონკურსის კრიტერიუმებზე, ვადებსა და ფორმატზე. უკვე შეჯერდა ეს პროექტი და უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი, სადაც ყველა სამინისტრო და თვითმმართველი ერთეული იქნება ჩართული. 3000-ზე მეტ კურსდამთავრებულს შესაძლებლობა მიეცემა თავიანთი პროფესიის მიხედვით სახელმწიფო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება“, - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა. პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.