ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა მინისტრი კლიმატის საკითხებში კრისტენ მიხალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა და მას ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის ეროვნული ტელერადიომაუწყებელი ERR საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
მიხალს აქვს 14 დღე, რათა საკუთარი მთავრობის წევრები დაასახელოს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს. სავარაუდოდ, ახალი მინისტრთა კაბინეტი დამტკიცების შემთხვევაში ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა კაი კალასმა დატოვა. ის ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2021 წლიდან იყო. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კალასს სურს გახდეს ევროკომისარი საგარეო საკითხებში.