ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ის კიდევ ერთხელ გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრება დააანონსა

ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ის კიდევ ერთხელ გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრება დააანონსა

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ის კიდევ ერთხელ გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრება დააანონსა. ნებისმიერი საჩივარი უნდა შედიოდეს დასაბუთებული, არგუმენტირებული ხარვეზით, რომ ის კონკრეტული დათქმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78–ე მუხლს – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ის კიდევ ერთხელ გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება დააანონსა. ნებისმიერი საჩივარი უნდა შედიოდეს დასაბუთებული, არგუმენტირებული ხარვეზით, რომ ის კონკრეტული დათქმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78–ე მუხლს.

ჩვენი მოქალაქეები, ორ წელზე მეტია უყურებენ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას და ვერც ერთმა, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ვერ შეძლო ერთი არგუმენტის დასახელებაც კი, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს კანონი მიუღებელი. მითუმეტეს ეს კანონი როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, როდესაც ზუსტად ანალოგიური კანონი მუშაობს ევროპის უმრავლეს ქვეყნებსა და აშშ–ში. თუ ამ ქვეყნებში ეს კანონი არის კონსტიტუციური, რანაირად არის ეს კანონი ჩვენთან არაკონსტიტუციური?

სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ კონსტიტუცია და მისი დარღვევა აქ არაფერ შუაშია, არც კანონს არ აქვს რაიმე ხარვეზი. მთავარი არის ის, რომ მას აქვს დავალება, რომ როგორმე შექმნას დესტაბილიზაცია და არეულობა ქვეყანაში. ის ძალები, რომელსაც ის ლობირებს, არჩევნების გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში. ერთადერთი გზა, რომ ამ მეხუთე კოლონას გზა გაეხსნას ხელისუფლებისკენ არის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების დამხობა.

ამ შემთხვევაში უნდათ გამოიყენონ ეს კანონი, რომელიც მონათლეს რუსულ კანონად, რაც თავის თავშივე მხოლოდ იარლიყია. კანონი ყველა ქვეყანაში ფაქტობრივად ერთნაირია, რუსეთშიც, საქართველოშიც და ევროპაშიც. ეს კანონი მუშაობს ქვეყნების რეჟიმების მიხედვით. საქართველოში ამ კანონის ასე მოხსენიება მხოლოდ დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობაა“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.