ზურაბ ქადაგიძე: უტიფრობა და თავხედობაა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მოვლენილი „რევიზორები”, რომლებიც დემოკრატიას, საარჩევნო გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებას გვიწუნებენ

ზურაბ ქადაგიძე: უტიფრობა და თავხედობაა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მოვლენილი „რევიზორები”, რომლებიც დემოკრატიას, საარჩევნო გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებას გვიწუნებენ

უტიფრობა და თავხედობაა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მოვლენილი „რევიზორები”, რომლებიც დემოკრატიას, საარჩევნო გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებას გვიწუნებენ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველომ უამრავი მიღწევა დააფიქსირა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალე მმართველობა, კორუფციის დაბალი ინდექსი, დემოკრატიული გარემო და სხვა, თუმცა აშშ-სთვის ეს არ არის საკმარისი, საქართველო მის პოლიტიკურ კონიუნქტურას აცდენილია..

„ხალხის ძალა" : აშშ-ის საარჩევნო პროცესში დამკვიდრებული შეუწყნარებლობის ატმოსფერო გავლენას ახდენს დასავლური დემოკრატიის ხარისხზე და ეჭვქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების არჩევნებში მათი შეფასების მორალურ უფლებას.”
უტიფრობა და თავხედობაა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მოვლენილი „რევიზორები”, რომლებიც დემოკრატიას, საარჩევნო გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებას გვიწუნებენ.
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალე მმართველობა, კორუფციის ძალიან დაბალი ინდექსი, დემოკრატიული გარემო და სხვა, უამრავი მიღწევა დააფიქსირა საქართველომ საერთაშორისო კვლევებში, თუმცა დიდ ძმისთვის არ არის საკმარისი, რადგან მის პოლიტიკურ კონიუნქტურას ვართ აცილებულები.
უსიტყვოდ მორჩილები არ ვართ და ყველა ზემოხსენებულ მიღწევას უკუღმა გვითარგმნიან, გვამუნათებენ, გვასანქცირებენ.
ამ დროს კი თვითონ - გარდაცვლილებს ირჩევენ, ოპონენტებს აკავებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საკუთარი ეკონომიკისთვის იყენებენ, პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან და უამრავი სიბინძურე, უსამართლობა და ნიჰილიზმი დათესეს მსოფლიოში, არასწორი პოლიტიკის გამო.
ამიტომაც, სანამ ჩვენ თვალში ბეწვს იპოვით, ჯერ თქვენ დირეებს მიხედეთ, მსოფლიო მასშტაბით, რომ დაგემხოთ თავზე ძირგამომპალი ლიბერალური წესრიგი!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.