დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ურჩევნია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციის დაცვას მიხედოს და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები შეწყვიტოს

დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ურჩევნია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციის დაცვას მიხედოს და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები შეწყვიტოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუცია ყველაზე მეტჯერ დაარღვია.

მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

დავით მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

„სალომე ზურაბიშვილს ურჩევნია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციის დაცვას მიხედოს და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები შეწყვიტოს“, – განუცხადა მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს.