დონალდ ტრამპზე შემაძრწუნებელი თავდასხმა იმ პოლიტიკის ძალადობრივ ხასიათს აჩვენებს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკაში და არა მხოლოდ ამერიკაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, რეალურად, ფაშიზმში არის გადასული ლიბერალიზმი, რომელიც დღეს გაბატონებულია დასავლეთში.
„არცერთ მეთოდს არ იწუნებენ, ყველა მეთოდზე თანახმა არიან, ოღონდ, საკუთარი გავლენები მოიპოვონ და კონკურენტები ჩამოიცილონ. ეს ხდება როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, რაც აჩვენებს, რომ ძალადობრივი ჩართვა ხდება კონკრეტული ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებთ. მათი ხელწერაა, რომ არსენალში ძალადობაც იქონიონ და თავის საწადელს ამით მიაღწიონ“, – განუცხადა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს.