გივი მიქანაძე ხაზარაძე- გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: იმისთვის, რომ თუნდაც რამდენიმე ადგილი დაიმკვიდრონ მე-11 მოწვევის პარლამენტში, მზად არიან ყველანაირი დაპირისპირება, რომელიც საჯაროდ ცნობილი იყო, აბსოლუტურად დაივიწყონ

გივი მიქანაძე ხაზარაძე- გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: იმისთვის, რომ თუნდაც რამდენიმე ადგილი დაიმკვიდრონ მე-11 მოწვევის პარლამენტში, მზად არიან ყველანაირი დაპირისპირება, რომელიც საჯაროდ ცნობილი იყო, აბსოლუტურად დაივიწყონ

გიორგი გახარია საუბრობს ისეთ რამეზე, რაც პირდაპირ მიუთითებს ალიანსის შესაძლებლობაზე „ლელოსთან“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს.

"გიორგი გახარია საუბრობს ისეთ რამეზე, რაც პირდაპირ მიუთითებს ალიანსის შესაძლებლობაზე „ლელოსთან“. „ლელოსთან“, რომელსაც ხელმძღვანელობს მამუკა ხაზარაძე და რომელთანაც მას რამდენიმე წლის წინ საჯაროდ, ღიად ჰქონდა ისეთი დაპირისპირება, რომ პირად შეურაცხყოფებზე და პირად დაპირისპირებაში გადაიზარდა ეს ყველაფერი.

ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს. ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულად არანაირი პრინციპი და თავმოყვარეობა არ გააჩნიათ და იმისთვის, რომ თუნდაც რამდენიმე ადგილი დაიმკვიდრონ მე-11 მოწვევის პარლამენტში, მზად არიან ყველანაირი ის დაპირისპირება, რომელიც საჯაროდ ყველასთვის ცნობილი იყო, აბსოლუტურად დაივიწყონ და ახლა გაერთიანდნენ რამდენიმე ადგილის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.