რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა ადამიანად, რომელიც პატივს არ სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, ფარისევლობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა ადამიანად, რომელიც პატივს არ სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, ფარისევლობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა ადამიანად, რომელსაც განსაკუთრებით სძულს საქართველოს კონსტიტუცია და პატივს არ სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სარჩელთან დაკავშირებით.

„მისი მხრიდან ფარისევლობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. აჩვენებს, ეს ადამიანები როგორი მერყევები და არაპრინციპულები არიან. მათ მიმართვას არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ეს ადამიანები საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ სცემენ და პოლიტიკურ ინტრიგებს აწყობენ“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.