ალექსანდრე რაქვიაშვილი: მე უფრო დიდი ამნისტია მინდა, უფრო მეტ პატიმარს რომ შეეხოს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქულები დაიწეროს, რადგან ბედნიერებაა, თუ პოლიტიკური პარტიები კარგი საქმეებით იწერენ ქულებს

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვებში ჩაერთვება. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ძალიან კარგია, რომ ამნისტია შემოვიდა. მე რა თქმა უნდა, უფრო დიდი ამნისტია მინდა - უფრო მეტ პატიმარს რომ შეეხოს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქულები დაიწეროს, თუ დაიწერს, რადგან ბედნიერებაა, თუ პოლიტიკური პარტიები კარგი საქმეებით იწერენ ქულებს, ცუდია, როცა ცუდი საქმეებით იღებენ ხმებს. ამიტომ განხილვაში აუცილებლად ჩავერთვები“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მერაბ.g კეთდება ამნისტია და ეს კარგია; რაქვიაშვილს უფრო დიდი თუ უნდა კოლია ახობაძეს მიაკითხოს!
4 თვის უკან