ზიზღის მასშტაბური კამპანიები, რასაც გარკვეული ძალები ნერგავენ თანამედროვე პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში ზუსტად არა მხოლოდ ძალადობაში, არამედ მკვლელობის მცდელობებში იზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი მსგავსი ფაქტი, მანამდე იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ ანალოგიური თავდასხმა. ეს არის ზუსტად იმ ძალების სახე, რომლებიც ახალისებენ და პოპულარიზალაციას უწევენ ზიზღსა და ძალადობას. სამწუხაროდ, პოლარიზაციისა და ზიზღის კამპანიების წახალისება საქართველოშიც არაერთხელ ვნახეთ. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ღირებულებითი არჩევანი – საზოგადადოება აირჩევს მშვიდობას თუ ომს, სტაბილურობას თუ ზიზღს, რადგან აგრესიის ადგილი თანამედროვე პოლიტიკაში არ არის“,- განაცხადა იონათამიშვილმა.