შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში

[კონსტიტუციაში] ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს, რომ როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ირაკლი რუხაძე გამოხატავს ერთგვარად ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და ეს პოზიცია საზოგადოებაში ერთგვარად ნიადაგის მოსინჯვაა, რამდენად შეიძლება, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაქრეს კონსტიტუციიდან.

„ჩვენი პოზიცია ნათელია, რადგან ჩვენ, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, არის ავტორი ამ ჩანაწერისა და ამ განაცხადის. [კონსტიტუციაში] ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში. ამიტომ არ ვიზიარებთ რა თქმა უნდა ამ [რომ ჩანაწერი გაქრეს კონსტიტუციიდან] შეფასებას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ის არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, კონსტიტუციური ჩანაწერითაც არის ნათელი. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა არის „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ პოზიცია გაგაცანით. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.