შალვა პაპუაშვილი: გენერალური პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციური ორგანო საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ კანდიდატურაზე, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, წარმატებები მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა

შალვა პაპუაშვილი: გენერალური პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციური ორგანო საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ კანდიდატურაზე, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, წარმატებები მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა

გენერალური პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციური ორგანო საქართველოში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატურაზე, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, ეს წარმატებები მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის გიორგი გაბიტაშვილის შესახებ.

მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის მიმართ პოზიტიურ განწყობაზე ისაუბრა.

„გენერალური პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციური ორგანო საქართველოში. ეს ჩანს არა მხოლოდ ჩვენი სტატისტიკებით, რომელიც შეეხება კრიმინალური თვალსაზრისით უსაფრთხოებას საქართველოში - ამას პირდაპირ ადასტურებს ეს სტატისტიკა, არაპირდაპირ კი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში. ასევე ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები ყველა მიმართულებით. საქართველოს პროკურატურა, პროკურატურის სისტემა და პროკურორები იმსახურებენ მხოლოდ შექებას და მადლობას ქართველი ხალხისგან და საქართველოს პარლამენტისგან.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატურაზე, რომელიც ამ სისტემაში გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, თავისთავად, ეს წარმატებები მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ გვაქვს პოზიტიური განწყობა ამ კანდიდატის მიმართ, მით უმეტეს, საპროკურორო საბჭოში პარლამენტიც არის წარმოდგენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევა ნიშნავს თუ არა, რომ ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პროკურორი ეყოლება, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი აგენტურა, რომელსაც ვხედავთ, არის ოპოზიციაში.

„ვხედავთ, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც მოქმედებს არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ჯგუფების დავალებებით და მათი ინტერესებით. ეს ცხადია. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ მათ ღალატს, ზოგიერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი როგორ ჩადის სხვა ქვეყანაში და ჩვენებას აძლევს იქაურ საკანონმდებლო ორგანოს ჯგუფებში საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტი მტკიცებულებები რად გინდათ იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველო არანაირ ღირებულებას და ფასეულობას არ წარმოადგენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.