გივი მიქანაძე: 474 ორგანიზაციიდან 241-ს, ანუ 51%-ს ვებ-გვერდი არ გააჩნია, შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული და ინფორმაციის მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება

გივი მიქანაძე: 474 ორგანიზაციიდან 241-ს, ანუ 51%-ს ვებ-გვერდი არ გააჩნია, შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული და ინფორმაციის მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება

474 ორგანიზაციიდან 241 ორგანიზაციას, ანუ 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია. ვებგვერდი დღეს არის კომუნიკაციის აპრობირებული საშუალება, ეს არის მთავარი საკომუნიკაციო კომპონენტი და ასევე ორგანიზაციის ვიზუალიზაცია, იმიჯი და ა.შ. დაკავშირებულია სწორედ ვეგბერდის გამოყენებასთან და ჩვენ ვხედავთ, რომ 51%-ს ვებგვერდი ელემენტარულად არ გააჩნია. შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული და ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა, რომელმაც "ქართული ოცნების" მიერ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მისივე თქმით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ "გამჭვირვალობის კანონი" აუცილებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმ სექტორის გამჭვირვალობა, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე არ იყო გამჭვირვალე. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვს შვიდივე საბაზისო კომპონენტი დაცული.

"შემდეგი კომპონენტი ეს არის - რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ - ჩვენ ვხედავთ, რომ 62%-ს ანუ 474-დან 296 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული ინფორმაცია თუ რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება.

მესამე კრიტერიუმი/კომპონენტი ეს არის: რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტების დასახელება - აქ იგულისხმება როგორც განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტები და ჩვენ ვხედავთ, რომ 68%-ს, 474-დან 320 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გრანტების ოდენობას ეხება საკითხი. ხედავთ, რომ 89%-ს, 474 ორგანიზაციიდან 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებული საგრანტო მოცემულობები.

შემდეგი კომპონენტი ეს არის, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ხანგრძლივობა ანუ ვადა. ვხედავთ, რომ 378 ორგანიზაციას, ანუ 4%-ს, ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს ეს მითითებული.

გადავდივართ წლიურ ანგარიშებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას გვქონდეს წარმოდგენა წლის განმავლობაში ორგანიზაციამ რა გააკეთა, რა აქტივობები განახორციელა. ვხედავთ რომ 474 ორგანიზაციიდან 458 ორგანიზაციას წლიური ანგარიში არ აქვს გამოქვეყნებული და ეს არის 97% მთელი ამ ორგანიზაციების შემადგენლობისა.

ბოლო კომპონენტი: რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ, ანუ იმ ადამიანების შესახებ ვინც ორგანიზაციას წარმოადგენს და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი - აქაც ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი არის პროცენტული მაჩვენებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ასაჯაროებენ გუნდის წარმომადგენლობას და 70% - ეს არის 334 ორგანიზაცია 474-დან.

474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვს შვიდივე კომპონენტი დაცული. თუმცა აქაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ორგანიზაცია, რა აქტივობებს ახორციელებს, ვისგან იღებს თანხებს და რა ოდენობის თანხებს. შემდგომში უკვე ქვეაქტივობები თითოეული კომპონენტის მიხედვით და სიღრმისეული ანალიზი ჩვენ არ გაგვიკეთებია და ვხედავთ, რომ თუნდაც იმ საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობაა გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით.

ეს კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, გვარწმუნებს, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საზოგადოების ინფორმირება იყოს შესაძლებელი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

Maverick ამ ასოებზე არის ნათქვამი: "ქათამმა თხარა, თხარა და ... თავისსავე ასო გამოთხარაოოოოოოოო!"
ხომ დარჩით გათხრილები და ასოებზე წამოგებულები...
4 თვის უკან