შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ კვლევაზე: დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტორმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში, სადაც არა მარტო „ენჯეოები“, მათი დონორებიც იყვნენ ჩართულები

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ კვლევაზე: დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტორმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში, სადაც არა მარტო „ენჯეოები“, მათი დონორებიც იყვნენ ჩართულები

დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტორმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში, სადაც არა მარტო „ენჯეოები“, მათი დონორებიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც არწმუნებდნენ საზოგადოებას და ჩვენც დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ცნობილია ხალხისთვის და ა.შ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც სზოადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი.

„ამ [„ქართული ოცნების“] კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტორმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში, სადაც არა მარტო „ენჯეოები“, მათი დონორებიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც არწმუნებდნენ საზოგადოებას და ჩვენც დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ცნობილია ხალხისთვის და ა.შ. 500-მდე „ენჯეო“, რომელიც აპროტესტებდა კანონს და შემდეგ ამბობდა, რომ არ დარეგისტრირდებიან რეესტრში, მათი 80% -ის გრანტი არც ვიცით საერთოდ რამდენია, 70%-ში საერთოდ არ ვიცით დონორი ვინ არის, 97% ანგარიშებსაც კი არ აწვდის საზოგადოებას წლის განმავლობაში რა გააკეთეს ამ საზოგადოების სასარგებლოდ. 95 % იმასაც კი არ კადრულობს, საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში რაში დახარჯეს ფული, იმას ვინ ჩივის, შინაარსობრივად რა გააკეთეს, ის არ ჩანს.

ვნახეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ვიცით თანამშრომლები ვინ არიან. 7-კომპონენტიანი კითხვარი დაკმაყოფილებული აქვს მხოლოდ 8 ორგანიზაციას 474 ორგანიზაციიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში პრობლემა მათ ამ კანონთან იმ მხრივ კი არ ჰქონდათ, რომ თითქოს ხდება სტიგმატიზაცია, სინამდვილეში მათაც და მათ დონორებსაც აქვთ პრობლემა, რომ არ გასაჯაროვდეს ფინანსები სად მიედინება, რა საქმეში და რაში იხარჯება. იცით, რომ კვლევა გასაჯაროვდა და ყველას შეუძლია ნახოს ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთა კვლევაც მოხდა. თავად ამ ორგანიზაციებმაც გადახედონ თუ რაიმე დამატებითი ორგანიზაცია აქვთ, შეუძლიათ მიაწოდონ ჩვენს პარტიულ სტრუქტურას. ასე ნაცარს აყრიან თვალში საზოგადოებას „ენჯეოები“ და მათი დონორები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.