ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმო, გახარიამ პოზიცია შეარბილა, თურმე ხაზარაძეზე იზრუნებს, როგორც ჩანს, ყინული ნელ-ნელა გადნა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანების საკიტხზე დაუსვეს კითხვა.
„ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო, გახარიას იმდენჯერ უთხრეს, ხაზარაძე შეიყვარეო, როგორც ჩანს, ყინული ნელ-ნელა გადნა. მისი სიტყვებია ხაზარაძეზე, ვეძებდი როგორც მტერს და შევხვდი როგორც მოყვარესო. გახარიამ პოზიცია შეარბილა, თურმე ხაზარაძეზე იზრუნებს. მათი პოლიტიკური ქორწინება როგორი წარმოასდგენია? ამბობდნენ, დედას გეფიცებით არ დავქორწინდებითო. ეს არის ტყუილი, რაშიც ცხოვრობენ და უნდათ, საზოგადოებაც ამაში აცხოვრონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.