ბონჯორნო

ბონჯორნო "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

„ნაპოლი“ „ტორინოს“ მცველს, ალესანდრო ბორჯორნოს დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი დღეს რომში, „ვილა სტიუარტის“ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ბონჯორნოს ტრანსფერი „ნაპოლის“ 35 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება. ალესანდრო „აძურისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბონჯორნო „ნაპოლიში“ გადასვლაზე პირადად ანტონიო კონტემ დაითანხმა. ის ნეაპოლელთა მესამე ახალწვეული იქნება მიმდინარე ზაფხულს, ლეონარდო სპინაცოლასა და რაფა მარინის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მცველია.

ალესანდრო ბონჯორნო „ტორინოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 109 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.