ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო სამიტი გაიხსნა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამიტის გახსნაზე განაცხადა, სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს ალიანსმა ერთად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიის დასაცავად.
„უკრაინისთვის საჭიროა ის, რასაც ჩვენც უნდა მივაღწიოთ ალიანსში. ამიტომ ვფიქრობთ, შესაფერისია 75-ე საიუბილეო სამიტის გამართვა, რომელიც განიხილავს არა მხოლოდ წარსულის მიღწევებს, არამედ განსაკუთრებით იმას, რა უნდა გააკეთოს ალიანსმა ერთად, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და დავიცვათ მომავალში ჩვენი დემოკრატია. ვიფიქრეთ, რომ შესაფერისი იყო ამ ღონისძიების დაწყება მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე აქცენტით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრება.