ხავიერ კოლომინა: კარგი შეხვედრა შედგა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან - ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ხავიერ კოლომინა: კარგი შეხვედრა შედგა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან - ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოპციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

„კარგი შეხვედრა შედგა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 10 წლის იუბილე და რეგიონული მოვლენები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.