უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ვიზიტი მოსკოვში იმ დღეს, როდესაც რუსეთმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერის რუსეთში ვიზიტს „დიდი იმედგაცრუება“ უწოდა.
„დიდი იმედგაცრუება და დამანგრეველი დარტყმაა სამშვიდობო ძალისხმევისთვის, როდესაც ხედავთ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მოსკოვში ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება ასეთ დღეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.