ილია დარჩიაშვილი: მოხარული ვარ, რომ საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა ესწრება ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტს

ილია დარჩიაშვილი: მოხარული ვარ, რომ საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა ესწრება ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო სამიტს ესწრება, - აღნიშნულს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

„ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი“, - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.