რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლის შედეგად ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ომში შეიძლება იყოს ჩათრეული

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლის შედეგად ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ომში შეიძლება იყოს ჩათრეული

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს სამიტზე ვაშინგტონში გაფრენამდე მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ალიანსი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში არ იყოს ჩათრეული.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას, ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე“, – განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე გაფრენამდე ანკარას აეროპორტში.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ოფიციალური ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ამ პრინციპის ერთგულია.