როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ყველაფერში უნდა იყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალენი და ვართ კიდევაც, სწორედ ეს 30 მილიონი, გამჭვირვალე ქართული ჯარიდან სად გადაისროლეს, ის არ შეიძლება იყოს ჩვენი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე. ანუ, ორმაგი სტანდარტია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, შედარებაც კი არ არის არცერთ კანდიდატ ქვეყანასთან, იმდენად წინ ვართ, მათ შორის, დემოკრატიის კუთხით.
„საქართველოს აქვს იურიდიული სტატუსი ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა, ისევე, როგორც, დანარჩენი ათამდე ქვეყანა. ახლა შევხედოთ, ყველა ამ ათ ქვეყანაში შეფასებითი კრიტერიუმები, თვითონ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, ანუ ყველა საერთაშორისო შემფასებელი ორგანო თუ კვლევა, აცხადებს, რომ ყველა მიმართულებით, დაწყებული დემოკრატიის ხარისხით, დამთავრებული ქვეყნის ხელისუფლების კეთილსინდისიერების ხარისხით, ბიუჯეტის გამჭვირვალობა იქნება, ეკონომიკური წინსვლა იქნება, საერთოდ, სტანდარტების დაახლოებით ევროკავშირთან, საკანონმდებლო, მმართველობით სფეროში თუ ყველა მიმართულებით, საქართველოს არის უპირობო ლიდერი.
ანუ, აქ შედარებაც კი არ არის არცერთ კანდიდატ ქვეყანასთან, იმდენად წინ ვართ. მათ შორის, დემოკრატიის კუთხით. არც მოლდოვაში, არც უკრაინაში, ოპოზიციური მედია, ფაქტობრივად, არ არსებობს. საუბარიც არ არის ამაზე. ეს პოლიტიკური შედარება ადვილად რომ დავანახოთ საზოგადოებას, მაგრამ რაშია საქმე? საქმე სწორედ ამაშია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი პოზიცია გარკვეული ძალებისთვის არის მიუღებელი. ჩვენ კი დავუჭირეთ უკრაინას ბოლომდე მხარი, დავგმეთ რუსეთის აგრესია, ვიცავთ საერთაშორისო აქტს, სანქციებს პირნათლად, განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისაგან, რომლებიც კონტრაბანდულად და ფარულად მაინც ვაჭრობენ რუსეთთან მათთვის სასარგებლო მიმართულებებით, მაგრამ ჩვენ არ შევედით რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში. აი, ეს აღმოჩნდა ბევრისთვის გამაღიზიანებელი და ამიტომ, საბაბები ყოველთვის მოიძებნა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ხან მაიდანი მოეწყოთ და ხან სხვა სახით დაპირისპირებოდნენ.
როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ყველაფერში უნდა იყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალენი და ვართ კიდევაც, სწორედ ეს 30 მილიონი გამჭვირვალე ქართული ჯარიდან სად გადაისროლეს, ის არ შეიძლება იყოს ჩვენი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე. ანუ, ორმაგი სტანდარტია.
მეორეც, რომ ვიცოდეთ, როგორც კანდიდატის სტატუსი თავის დროზე არ მოგვანიჭეს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად და აქ მიტინგები გამოიწვიეს, მაგრამ ბოლოს იძულებულები გახდნენ, რომ მათივე დასკვნებიდან გამომდინარე მოენიჭებინათ, ვინაიდან უსამართლობასაც ხომ აქვს ზღვარი, არც ამ კანონის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვანიჭებდნენ, არ დაიწყებოდა მოლაპარაკებების გახსნა.
რა მდგომარეობა ახლა მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება. ანუ, იურიდიული სტატუსი ჯერ, განსხვავებული, არც ამ მიმართულებით არის, მაგრამ ასეთი განცხადებები გამიზნულია იმისთვის, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება გააჩინონ, ეჭვები დაბადონ და ამით, რეანიმაციაში მყოფი ოპოზიცია რამენაირად ასულდგმულონ და წინ წასვლის შანსი მისცენ. სამწუხაროდ, ამასთან გვაქვს საქმე. ობიექტურობა აქ დაკარგულია“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.