ირაკლი ქადაგიშვილი: იმედი აქვთ, არჩევნებში მოიყვანენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც, როგორც ითქვა, ცალ ფეხზე მდგომი ყველა გადაწყვეტილებას შეასრულებს მიუხედავად იმისა, შედის თუ არა საქართველოს ეროვნულ და სუვერენიტეტულ ინტერესებში

ირაკლი ქადაგიშვილი: იმედი აქვთ, არჩევნებში მოიყვანენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც, როგორც ითქვა, ცალ ფეხზე მდგომი ყველა გადაწყვეტილებას შეასრულებს მიუხედავად იმისა, შედის თუ არა საქართველოს ეროვნულ და სუვერენიტეტულ ინტერესებში

იმედი აქვთ, არჩევნებში მოიყვანენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც, როგორც ითქვა, ცალ ფეხზე მდგომი ყველა გადაწყვეტილებას შეასრულებს მიუხედავად იმისა, შედის თუ არა საქართველოს ეროვნულ და სუვერენიტეტულ ინტერესებში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, პოზიტიური დინამიკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რამ უნდა შეიტანოს, რა რესურსია დღეს ამის და შეიძლება თუ არა არჩევნები იყოს განხილული ერთ-ერთ რესურსად.

„თვითონ [ევროკავშირის წარმომადგენლები] აცხადებენ, რომ არჩევნებს ელოდებიან. სხვა რაიმე კონკრეტული მათ ვერასდროს თქვეს. როდესაც ჩვენთან დაკავშირებით სხვადასხვა ზეწოლა ხორციელდებოდა, ყოველთვის ამის უკან იდგა ერთგვარი პოლიტიკური მიზანი, რომ რამენაირად ოპოზიცია ხელოვნურად მოეყვანათ ხელისუფლებაში ამა, თუ იმ ფორმით. იგივე შარლ მიშელის დოკუმენტი რა იყო - წაგებული ოპოზიცია რამენაირად მოიყვანეთო [ხელისუფლებაში]. 43%-იანი ბარიერი დააწესეს, დღეს 5%-იან ბარიერზე რომ აქვთ საუბარი, რომ თუ ამას ვერ გადალახავდი, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო საქართველოში და გადავლახეთ. ამიტომ აქ ობიექტურობაზე ლაპარაკი არ არის.

ასეთი მიდგომები არ არის ის, რაც უნდა იყოს ევროკავშირის მიდგომები. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და არა ევროკავშირის თავისუფალ ერთა ოჯახში გაწევრიანების გზა. რაც შეეხება ამ გაწევრიანების გზას, თუ ვინმეა ლიდერი სახელმწიფო, თუ რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა, რომელიმე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს ათივე კანდიდატ ქვეყანაში, ეს არის რა თქმა უნდა საქართველო. თვითონაც კარგად იციან ეს, ამიტომ მათი განცხადებებიც როგორია ნახეთ, რომ საქართველოსთვის ეს [გაწევრიანების] შესაძლებლობა რჩება, მაგრამ არჩევნების შემდეგო. იმედი აქვთ, არჩევნებში მოიყვანენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც, როგორც ითქვა, ცალ ფეხზე მდგომი ყველა გადაწყვეტილებას შეასრულებს მიუხედავად იმისა, შედის თუ არა საქართველოს ეროვნულ და სუვერენიტეტულ ინტერესებში. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენს ხალხთან ერთად დავანახებთ და დავუმტკიცებთ მათ შორის ევროპასაც, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროპისკენ, მაგრამ მიისწრაფვის ღირსეულად და არა ისე, რომ ყველაზე უფრო რთულ დროს, როდესაც ევროკავშირის მისია იშლებოდა და საქართველომ ევროკავშირს სახე შეუნარჩუნა, ჯარი არ გაიცვალა გიგაურში, ლომჯარიაში და მისთანებში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.