ინგრედიენტები
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 ცალი დაჭრილი პრასი
2 ღერი დაჭრილი ნიახური
2 ცალი ყაბაყი
4 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი
250 გრამი დაჭრილი ბაღის სატაცური
100 გრამი ახალი ან გაყინული ბარდა
200 გრამი ორმაგად გარჩეული ცერცვი
ცოტაოდენი რეჰანი
ქერქიანი პური მისართმევად
მომზადება
დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ პრასი და ნიახური, თუშეთ დარბილებამდე, 8 წუთით. დაუმატეთ ოთხად გაყოფილი და სიგრძეზე დაჭრილი ყაბაყი და ნიორი. თუშეთ კიდევ 5 წუთით.
დაასხით ბულიონი, დააფარეთ სახურავი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, 10 წუთით. დაუმატეთ სატაცური, ბარდა, ცერცვი, და ხარშეთ კიდევ 4 წუთით, სრულად მოხარშვამდე. შეურიეთ დაჭრილი რეჰანი და კარგად შეანელეთ. მოაყარეთ ცოტა რეჰანის ფოთლები და მიირთვით პურთან ერთად.