ნიკა გვარამია საერთოდ დედას აგინებდა სპორტსმენებს. ტალახაძეს ვეღარ იტანდა. ნიკა მელიას განცხადება ხალხს აღარ უკვირს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ნიკა მელიას განცხადებას ზაზა ფაჩულიაზე.
„ნიკა გვარამია საერთოდ დედას აგინებდა სპორტსმენებს. ტალახაძეს ვეღარ იტანდა. საოცარი ეპითეტებით მოიხსენიებდა ჩვენს წარმატებულ ბიჭებს პოლიტიკური საბაბის გამო. შესაბამისად ეს [ნიკა მელიას განცხადება] ხალხს აღარ უკვირს. ამ ხალხს [ოპოზიცია] ვინც არ არის მათი შემწე და ხელშემწყობი, ისინი სძულთ“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებული სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვას ისევ ცდილობს. ამჯერად სამიზნე ზაზა ფაჩულიაა. ნიკა მელია უკმაყოფილოა, რომ ფაჩულიას გამჭვირვალობის კანონზე პოზიცია არ გამოუხატავს.