ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: ალბათ, სჯობდა კითხვაზე ისევ გეპასუხათ: რატომ? - იმიტომ - მომაწერეთ კითხვა, რომელიც საერთოდ არ დამისვამს

ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: ალბათ, სჯობდა კითხვაზე ისევ გეპასუხათ: რატომ? - იმიტომ - მომაწერეთ კითხვა, რომელიც საერთოდ არ დამისვამს

ალბათ, სჯობდა კითხვაზე ისევ გეპასუხათ: რატომ? - იმიტომ - მომაწერეთ კითხვა, რომელიც საერთოდ არ დამისვამს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, აბსურდია იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც არ დასმულა.

„ბატონო გიორგი, უნდა ვაღიაროთ, რომ ალბათ სჯობდა კითხვაზე გეპასუხათ: რატომ? - იმიტომ. ეს უფრო რელევანტური იქნებოდა. მაგას გავიგებდით. აბსურდია ახლა, მდინარაძემ იკითხაო და საერთოდ არ ყოფილა მსგავსი [კითხვა], ჩემთან მიმართებაში კითხვა მომაწერეთ, რომელიც საერთოდ არ დამისვამს. წარმოვიდგინე, დაშვებას რომ აკეთებთ ვიღაც არ განიზრახავს 2/3 დაბლოკოს. უკვე წარმოვიდგინე თქვენ რომ იყოთ, ან თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, როგორ გაიჭედება სიტუაცია. აქ დღისით, მზისით მეუბნებით ისეთ რაიმეს, რა კითხვაც არ დამისვამს“,-აღნიშნა ღუდუშაურმა.