მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებაზე: ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებაზე: ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებას ზაზა ფაჩულიაზე.

„საუკუნის აფიორა დადგეს და ტყუილს ვინც მხარი არ დაუჭირა, აბულინგებდნენ. თანამედროვე ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა. ანუ შენ თუ ტყუილს მხარს არ უჭერ, ამერიკაში, კანადასა და საფრანგეთში მოქმედი კანონების ანალოგიურ, გაცილებით ლოიალურ ვერსიას, მხარს უჭერ კი არა, მის წინააღმდეგ არ გამოდიხარ, ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმის ობიექტი ხდები. ამით უკაცრავად და „აპრავებ“ შენი ქვეყნის სიყვარულს. ამ დროს სხვა ქვეყნის დავალებით, შენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიხარ. ეს ხალხია ჩვენს ოპოზიციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებული სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვას ისევ ცდილობს. ამჯერად სამიზნე ზაზა ფაჩულიაა. ნიკა მელია უკმაყოფილოა, რომ ფაჩულიას გამჭვირვალობის კანონზე პოზიცია არ გამოუხატავს.