თინა ბოკუჩავა: მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა შედგეს

თინა ბოკუჩავა: მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა შედგეს

პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას და როგორც მან აღნიშნა, მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე - საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველო კარგავს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა შედგეს.

„პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერა ბრიუსელში. მან ხაზი გაუსვა ერთობის აუცილებლობას ივანიშვილის ანტიევროპული, ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს ერთობა შედგეს ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე. საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველოს აღარ აქვს შანსი შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი, ხოლო ამ კურსის დაკარგვა ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მერაბ.g ოპოზიციური ფრონტის ერთობა ისევე შეუძლებელია, როგორც შენი ბელადის დაფეხმძიმება, ვინც არ უნდა ეცადოს; რატომ ვერ გაერთიანდებით? იმიტომ, რომ არაფერი გაქვთ საერთო ხელისუფლებაში მოსვლის ავადმყოფური სურვილის გარდა; სიის შედგენაზე რომ მიდგება საქმე, იქ მორჩება თქვენი ერთიანობა; ჰიპოტეტურად თუ ვიმსჯელებთ, თქვენი /მეცოცხეთა დედაპარტია, გვარამია-მელია, ჭჭ. ჩახდილი, ხოშტარია, ბოკერია, ლელო/ გაერთიანება თქვენი მოწინაარმდეგისთვისაა ხელსაყრელი ... მოვა თქვენი ამომრჩეველი და მოგცემთ ხმათა 20-22, ჰა-ჰა25%-ს, ზოგი ისევ შეხვალთ პარლამენტში, აიღებთ ხელფასებს, იმოგზაურებთ ევროპაში, დააბეზრებთ ხელისუფლებას იქ ტყულ-მართლით ...
სიმართლე ისაა, რომ სააკაშვილის პარტიას მარტო არ უნდა არჩევნებზე დარჩენა, რომ მათი რეალური მხარდაჭერა ნათელი არ გახდეს ... თუ სხვასთან იქნება, მას დააბრალებს, ცესკოს, ხელისუფლებას, ამინდს ...
4 თვის უკან