ნიდერლანდელი პოლიტიკოსი მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მის კანდიდატურაზე ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ბრიუსელში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
რუტე თანამდებობას 1 ოქტომბერს დაიკავებს, მას შემდეგ რაც ალიანსის მოქმედი გენერალური მდივნის, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ამოიწურება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სტოლტენბერგის თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.