სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური მოღალატე, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე ფეხით გადაიარა და სისხლიან რეჟიმს "ნაციონალურ მოძრაობას" და მის პოლიტიკურ შვილობილებს გამიზნულად შეუერთდა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, "სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა".
მეგრელიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინააღმდეგ და მას სრული კოორდინაცია აქვს რადიკალურ ოპოზიციასთან.
"სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინააღმდეგ და მას სრული კოორდინაცია აქვს რადიკალურ ოპოზიციასთან.
სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური მოღალატე რომელმაც ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე ფეხით გადაიარა და სისხლიან რეჟიმს "ნაციონალურ მოძრაობას" და მის პოლიტიკურ შვილობილებს გამიზნულად შეუერთდა.
ის წავიდა პოლიტიკურ ვა ბანკზე და ფიქრობს რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას საკუთარი ფრანგული აქცენტითა და არაფრისმომცემი გავლენით მოუგებს.
ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გააკეთებს არჩევანს და პოლიტიკურ არას ეტყვის სისხლში ჩამხჩვალ " ნაციონალურ მოძრაობას" და მის ანასხლეტებს და
სალომე ზურაბიშვილსაც პოლიტიკურ ფეილს გამოაყოლებს", - წერს თამთა მეგრელიშვილი.