მაკა ბოჭორიშვილი: ეს წელი როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის არის პოლიტიკური ცვლილებების წელი - წინასწარ დასკვნების გაკეთება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სიმძიმეზე ან სიმსუბუქეზე, რთულია

მაკა ბოჭორიშვილი: ეს წელი როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის არის პოლიტიკური ცვლილებების წელი - წინასწარ დასკვნების გაკეთება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სიმძიმეზე ან სიმსუბუქეზე, რთულია

ეს წელი როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის არის პოლიტიკური ცვლილებების წელი. უნდა ჩამოყალიბდეს ახალი კაბინეტები, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ჩარჩოები, ჩვენთვისაც არჩევნების წელია, შესაბამისად, ახლა წინასწარ დასკვნების გაკეთება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სიმძიმეზე ან სიმსუბუქეზე, რთული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ მომდევნო ევროკომისიის ფარგლებში, მომდევნო ევროკომისიის პროგრამაში გაფართოების საკითხი იყოს ისევ და ისევ აქტუალური. ასევე, მთავარია, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ობიექტური წინაპირობების და იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც ქვეყნებს ექნებათ მიღწეული, მოხდეს შეფასებები. აქ, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, რომ წინ გადადგას ნაბიჯი თუნდაც პოლიტიკური“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.