ზაალ ანჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე: რაც არ უნდა ილაყაფონ ე.წ. ერთობაზე, უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს რანაირი იქნება ის,  ერთიანი სიით თუ სხვანაირად - მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნებზე გარე ძალების იმედით გადიან

ზაალ ანჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე: რაც არ უნდა ილაყაფონ ე.წ. ერთობაზე, უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს რანაირი იქნება ის,  ერთიანი სიით თუ სხვანაირად - მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნებზე გარე ძალების იმედით გადიან

კიდევ კარგი, თავად აღიარა, რომ ბრიუსელში შეიკრიბნენ პარტიები შეთქმულებივით, ევროპელი კურატორობის ზედამხედველობით ორი დღე იმუშავეს და ერთობის დეკლარაციაც გამოაცხვეს. ბარემ "ბრიუსელის დეკლარაცია" გეწოდებინათ! ისე უკან დაპლომბილი ვაგონით და ფულით ხომ არ გამოუშვეს ევროპელებმა? - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმად "„ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა".

ანჯაფარიძის თქმით, ერთობაზე ოპოზიციის საუბარს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნებზე გარე ძალების იმედით გადიან. მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს სწყინთ, როდესაც მათ უცხოური გავლენის აგენტებს უწოდებენ, თუმცა ამას თავადვე ადასტურებენ ყოველდღე.

"კიდევ კარგი, თავად აღიარა, რომ ბრიუსელში შეიკრიბნენ პარტიები შეთქმულებივით, ევროპელი კურატორობის ზედამხედველობით ორი დღე იმუშავეს და ერთობის დეკლარაციაც გამოაცხვეს. ბარემ "ბრიუსელის დეკლარაცია" გეწოდებინათ! ისე უკან დაპლომბილი ვაგონით და ფულით ხომ არ გამოუშვეს ევროპელებმა?

საინტერესოა. რას შეჰპირდნენ ევროპელებს დახმარების სანაცვლოდ? ან იმათ რა მოსთხოვეს? გავიგებთ ალბათ. მთელი დეკლარაციის ტექსტი ერთ ფრაზაში შეიძლება ჩაეტიოს -"ხელისუფლება მინდა!"  

მოკლედ, რაც არ უნდა ილაყაფონ ე.წ. ერთობაზე, უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს რანაირი იქნება ის, ერთიანი სიით თუ სხვანაირად. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნებზე გარე ძალების იმედით გადიან, ისე როგორც ეზოში პატარა რომ საჩხუბრად იწევს დიდის დახმარების იმედად.

სწყინთ ხოლმე უცხოური გავლენების აგენტებს რომ უწოდებენ, არადა თავად ადასტურებენ ამას ლამის ყოველდღე." - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.