ვილი სანიოლი: 6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდება. ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე

6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდება. ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ვილი სანიოლმა გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აღარ შემიძლია ამის მიღება. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ“, - განაცხადა სანიოლმა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება. 2 მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრები 1 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ჯგუფიდან გასასვლელად კი „ჯვაროსნებს“ პორტუგალიის დამარცხება სჭირდებათ. თუმცა, არის იმის შანსიც, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ფრეც იყოს საკმარისი.