„უნდა დადგინდეს სავარაუდო თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით რაიმე შედეგი“ - ხაზარაძე-ჯაფარიძეს კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდა

„უნდა დადგინდეს სავარაუდო თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით რაიმე შედეგი“ - ხაზარაძე-ჯაფარიძეს კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდა

ხაზარაძე-ჯაფარიძეს კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდა. საუბარია „თიბისი ბანკის“ კლიენტებზე, რომლებსაც იმ კომპანიის ობლიგაციების შეძენა შესთავაზეს, რომლის დამფუძნებლებიც ასევე ხაზარაძე-ჯაფარიძე იყვნენ. ბიზნესმენის ადვოკატი ჰყვება, რომ 2017 წელს ჩადებული მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი კლიენტებს 2020 წელს სრულად უნდა დაჰბრუნებოდათ, თუმცა კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს. სად წავიდა გადახდილი მილიონები უცნობია. იურისტი განმარტავს, რომ ახლა დარღვევა მარეგულირებელმა უნდა დაადგინოს რის შემდეგაც საქმე სავარაუდო თაღლითობის შესახებ პროკურატურაში წავა.

„ამ საქმეში იყო არაერთი ობლიგაციონერი, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები. Georgian Fresh Holding-ი იყო მესაკუთრე და ამ კომპანიის 15% იყო ბატონი მამუკა ხაზარაძის, ხოლო 15% - ბადრი ჯაფარიძის. „თიბისი ბანკში“, ამავე პერიოდში ბატონი ხაზარაძე იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე კი ბატონი ჯაფარიძე. მათ ჰქონდათ ინტერესი, რომ ჩემს კლიენტს აღნიშნულ კომპანიაში თანხები ჩაედო. ეს არის მოკვლევის საგანი, რათა დადგინდეს სავარაუდო თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით რაიმე შედეგი“, - აცხადებს ადვოკატი ბეჟან ნემსაძე.

მერაბ.g ბევრი ლაპარაკია საარჩევნო სიებზე, ერთად, თუ ცალ-ცალკე; ისეთი პირი უჩანს ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის ცალკე "ასობი" სია იქნება! და ეს სია აუცილებლად "გავა"
4 თვის უკან