მამუკა მდინარაძე: ნატოს სამიტზე საქართველოს მიწვევა აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა ექნება მთავრობას - ძალიან უხერხულია საპარლამენტო ტრიბუნიდან შემადგენლობაზე და პერსონებზე ვილაპარაკო

მამუკა მდინარაძე: ნატოს სამიტზე საქართველოს მიწვევა აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა ექნება მთავრობას - ძალიან უხერხულია საპარლამენტო ტრიბუნიდან შემადგენლობაზე და პერსონებზე ვილაპარაკო

ძალიან უხერხული იქნება საპარლამენტო ტრიბუნიდან შემადგენლობაზე და პერსონებზე ვილაპარაკო, მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს მიწვევა აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა ექნება მთავრობას, ეს ჩვენი საქმე არ არის - არც პარლამერნტის და არც პარტიის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ სამიტზე მონაწილეობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ საქართველო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია და იმდენი წვლილი და იმხელა მონაწილეობა ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, როგორც საქართველოს აქვს ნატოს მისიებში მიღებული, არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. ამას თუ დააფასებენ (ხშირ შემთხვევაში აფასებენ) არის ძალიან კარგი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.