ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციაზე ვართ.
„ამის მიუხედავად, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე პოზიციაზე ოღონდ შემდეგ ზეპირსიტყვიერად კრიტიკა ისმის, რომ დემოკრატიული უკუსვლაა. როგორ შეიძლება რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს.