დიდი ძმისა {აშშ} და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა. ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ეს ვირტუალური სანქციები დაგვიწესონ ჩვენ, თანახმა ვართ ამაზე - მაგრამ ქართველი ხალხის დაშინებით რაღაც დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს“.
მეგრელიშვილის თქმით, მმართველი რგოლი ამ ომსაც მოიგებს და ქართველი ხალხის დაკვეთას აუცილებლად შეასრულებს.
„დიდი ძმისგან პატარა ძმისთვის დაწესებული სანქციები ყურის აწევას ჰგავს იმ ურჩობისთვის, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გამოავლინა.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური შეუპოვრობით მიღებული "გამჭვირვალობის" კანონი, მზადება LGBT პროპაგანდის ასაკრძალად და სხვა არაერთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნაბიჯი გაცხადებული, თუმცა ჯერ კიდევ ვირტუალური სანქციით ისჯება.
დიდი ძმა, ამერიკა ნაწყენია, ევროპაც მას მხარს უბავს.
მათი მტკიცება, რომ ქართულ რეალობაში მიღებული კანონი რუსულია, ევროპისთვის კი იგივე პრინციპზე აგებული კანონი ევროპული და მისაღებია პოლიტიკურ შინაარს სცდება და არასამართლიანია.
ასევე არასამართლიანია ის პროტესტი, რომელსაც "ქართული ოცნების" მიმართ ევროპა და ამერიკა დიდი ალბათობით LGBT პროპაგანდის ასაკრძალად გაწეული სამართლებრივი შრომისთვის გამოავლენს.
დიდი ძმისა და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება.
სანქციები ვირტუალურიდან თუნდაც რეალურობამდე ზნეობრიობასთან მაინც უშინაარსო იქნება, მმართველი რგოლი ამ ომსაც მოიგებს და ქართველი ხალხის დაკვეთას აუცილებლად შეასრულებს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.