პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, განმარტებას იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული. ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„სერგი კაპანაძემ და ლაკა ხოშტარიამ დამიბლოკეს მე პირადად პარტიის ბიუჯეტიდან საკმაოდ ძვირად დაფინანსებული პოსტი და დიახ, პარტიას უღირს, რომ სიმართლე გააგებინოს საზოგადოებას.
პარტია საარჩევნო და სხვა პერიოდშიც მილიონებს ხარჯავს ლეგიტიმურად, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი ინფორმაცია. თქვენ 500 დოლარი გაგიკვირდათ და მე გეუბნებით, რომ მილიონებს ვხარჯავთ ამაში, ადამიანებისგან, არაერთი ბიზნესმენისგან მიღებულ შემოწირულებას.
ეს პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, განმარტებას იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული. ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო? ხოშტარიას და კაპანაძის ორგანიზაცია სუბიექტურად აწვდის ინფორმაციას, სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციაა მათი პარტნიორი საქართველოში”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.