NDI-ს და IRI-ს „ქართული ოცნებაც“ დაუფინანსებია, ტრენინგები ჩაუტარებია, მაგრამ როდესაც ეს იძენს წინასაარჩევნო აგიტაციის ხასიათს, ეს ბუნებრივია, ჩარევაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ შესახებ.
„NDI-ს და IRI-ს „ქართული ოცნებაც“ დაუფინანსებია, ტრენინგები ჩაუტარებია და ობიექტურობა მოითხოვს, რომ ესეც ვთქვათ, მაგრამ როდესაც ეს იძენს წინასაარჩევნო აგიტაციის ხასიათს, ეს ბუნებრივია, ჩარევაა და არ გამოადგება ობიექტურ დამკვირვებლად ის ორგანიზაცია, რომელიც ოპოზიციურ აქტივობას აფინანსებს, თუნდაც ხელისუფლების საარჩევნო აქტივობა რომ დააფინანსოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.