საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ჟოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის „ბაღად“, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს „ჯუნგლებად“ წარმოჩენა სამწუხაროა.
„თქვენ მიერ ევროკავშირის „ბაღად“, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს „ჯუნგლებად“ წარმოჩენა ძალიან სამწუხაროა. ეს განცხადება კოლონიური ეპოქის ნარატივს გვახსენებს - „ჩვენ და ბარბაროსები“, - აღნიშნა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.
ჰაჯიევის თქმით, ევროკავშირის წევრობა არავის ანიჭებს პრივილეგიას, შეინარჩუნოს ნეოკოლონიური მმართველობა და უარყოს დეკოლონიზაციის კონცეფცია.