„ნაციონალური მოძრაობა“ არის ტელეპროდუქტი, პირდაპირ გეუბნებით. ჩამოშლილია უკვე დიდი ხანია, წლებია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უბრალოდ, სატელევიზიო სივრცეში არსებობს და ასაზრდოებს სატელევიზიო სივრციდან სატელევიზიო ფორმატით თავის ამომრჩეველს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ე.წ. ხუთიანის ფაქტორი მუშაობს.
რა თქმა უნდა, ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც გაყიდიან უპრობლემოდ, იმიტომ, რომ ეს არის მათი წესი პოლიტიკური ცხოვრების. შესაბამისად, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის“, - აღნიშნა მან.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო.