მამუკა მდინარაძე: ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ

მამუკა მდინარაძე: ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ

ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს არის და უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი მომავალში, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, ვიდრე ოპოზიციაში არ იქნებიან ძალები, რომლებიც გარედან მითითებების გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს, მანამდე ხელისუფლებაში უნდა იყოს ის, ვინც საკუთარ თავზე, საქართველოში იღებს გადაწყვეტილებებს.

„ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს არის და უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი მომავალში, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ და ვიდრე ოპოზიციაში არ იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც დამოუკიდებლად და არა გარედან მითითებით იღებენ გადაწყვეტილებებს, მანამდე უნდა აირჩიონ ის, ვინც იღებს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, ვინც იღებს საქართველოშივე გადაწყვეტილებას და არავის მითითებით, არც რომელიმე მხარის – არც ჩრდილოეთის, არც დასავლეთის, არც სამხრეთის და არც აღმოსავლეთის. დამოუკიდებლად ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს ყოველთვის მომავალში ის უნდა იყოს ხელისუფლებაში. როგორია სტანდარტი ოპოზიციონრების, ამასაც დიდი სიამოვნებით ვაჩვენებთ მაშინ, როდესაც გარედან მართული ძალები არ იქნებიან ჩვენი მთავარი ოპონენტები და ისინი იბრძოლებენ ხელისუფლებით“, – განაცხადა მდინარაძემ.