ინგრედიენტები
8 ტარო ტკბილი ყვითელი სიმინდი
3 ს/კ კარაქი
5 ნაჭერი დაჭრილი ბეკონი
1 ცალი საშუალო ყვითელი ხახვი
1/4 ჭიქა ფქვილი
1 კბილი დაკეპილი ნიორი
5 ჭიქა წყალი
450 გრამი დაჭრილი კარტოფილი
1/2 ჩ/კ გამხმარი ქონდარი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
1 ჭიქა ნაღებისა და რძის თანაბარი ნარევი
1 ს/კ თაფლი
2 1/2 ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი
გახეხილი ჩედარი მისართმევად
მომზადება
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ბეკონი. თუშეთ, ურიეთ ხშირ-ხშირად ხახვის დარბილებამდე, დაახლოებით 8-10 წუთით. დაუმატეთ ფქვილი და ნიორი და თუშეთ კიდევ 1 ½ წუთით. მორევისას შეურიეთ 5 ჭიქა წყალი. აადუღეთ, ურიეთ მუდმივად. შემდეგ შეურიეთ სიმინდის მარცვლები და კარტოფილი. დაუმატეთ ქონდარი და დაფნის ფოთოლი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. წამოადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, ურიეთ დროდადრო კარტოფილების დარბილებამდე, დახლოებით 20 წუთით.
ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და 2 ½ ჭიქა წვნიანი ბლენდერში გადაიტანეთ. თქვიფეთ გლუვი მასის მიღებამდე. მიღებული დაბლენდერებული მასა ქვაბში დარჩენილ წვნიანს შეურიეთ. დაუმატეთ რძისა და ნაღების ნაზავი და თაფლი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ყველი ჩედარი.