ე.წ. "ერთიან სიაზე" ოპოზიციის ლაყაფი არ წყდება და ერთი ძალიან მიწიერი კითხვა მაქვს: ეს ერთიანი სია უძირო კასრია, თუ გასაბერი ბუშტი, რომ შეგიძლია რამდენი გვარ-სახელიც გინდა იმდენი ჩაყარო? (შეგახსენებთ ლიმიტი 200 არის) - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთიან სიაში ყველას ისეთ ნომრად უნდა მოხვედრა, რომ პარლამენტში შესვლის თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს, თანაც იმ ფონზე, რომ არჩევნების მოგების შანსი ოპოზიციას არ აქვს.
"ე.წ. "ერთიან სიაზე" ოპოზიციის ლაყაფი არ წყდება და ერთი ძალიან მიწიერი კითხვა მაქვს: ეს ერთიანი სია უძირო კასრია, თუ გასაბერი ბუშტი, რომ შეგიძლია რამდენი გვარ-სახელიც გინდა იმდენი ჩაყარო? (შეგახსენებთ ლიმიტი 200 არის)
ხომ ყველას ესმის, რომ ერთიან სიაში ყველას ისეთ ნომრად უნდა მოხვედრა, რომ თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს პარლამენტში შესვლის. გამოდის, ძველებმა ახლად მიღებულების გამო უნდა ჩაიჩოჩონ უკან, ან საერთოდ ვერ მოხვდნენ სიაში. გგონიათ, ვინმე "გაგებით მოეკიდება" სიტუაციას? მით უმეტეს, როცა არჩევნების მოგების შანსი ოპოზიციისთვის არ ჩანს" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.