იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს გეტყვით. მანამდე არ არის სწორი ჩემგან დეტალების გახმოვანება, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო.
„ქრონიკის“ კითხვაზე, ისურვებდა თუ არა კახა ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ცეზარ ჩოჩელსა და ზაზა ოქუაშვილს საარჩევნო სიაში, მანჯგალაძე ამბობს, რომ რამაზ ნიკოლაიშვილი მისი მეგობარია, კარგად იცნობს კახა ოქრიაშვილსაც და ამ ადამიანებს საარჩევნო სიაში ისურვებდა, თუმცა დეტალებს ვერ გაახმოვანებს.
„ჩემი მეგობარია რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე კარგად ვიცნობ ოქრიაშვილს. ვერ გეტყვით მოლაპარაკებები მიდის თუ არა, მათ დაუკავშირდით. არ მაქვს ინფორმაცია. დანარჩენი, რაც თქვით, არის პროპაგანდა და სიცრუე. იცით, რომ საჭირო დროს ხდება წარდგინება დიდი ერთობის. იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს გეტყვით. მანამდე არ არის სწორი ჩემგან დეტალების გახმოვანება“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო.