„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო. მომლაპარაკებელი ლევან ხაბეიშვილია. ის უკვე ესაუბრა კახა ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ცეზარ ჩოჩელსა და ზაზა ოქუაშვილს, რომლებიც სიაში ჩასმის სანაცვლოდ, 2-2 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდიან.

ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ დამატებით ორ მილიონს კიდევ მოიზიდავს სიაში ჩასმული არაპარტიული დეპუტატებისგან.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“, სქემის მიხედვით, ჯამში მიიღებს 10 მილიონ დოლარს, რაც, მათი თქმით, საკმარისი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.